
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ხუხუა 2020 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დასკვნით ეტაპზე გადავიდა.
სკოლის მოსწავლე დღეს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
სკოლის თითოეული მასწავლებელი და მოსწავლეები მარიამს წარმატებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ „ეტალონის“ ტრადიციული, დასკვნითი ღონისძიება ამჯერად, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დისტანციურ რეჟიმში, 17 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან, ხოლო ცოდნის წარმოჩენას სპეციალურად მათთვის შექმნილ ონლაინ პორტალზე შეძლებენ.
იხილეთ ფოტო