ჩაისუბნის N2 სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში საინტერესო კომპლექსური დავალება - Free books შეასრულეს
17-12-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში საინტერესო კომპლექსური დავალება „Free books“ (უფასო წიგნები) შეასრულეს.

მასწავლებელი თამილა დუმბაძეა.

IX კლასის მოსწავლეებმა ელექტრონულად მოძიებული და წაკითხული წიგნებიდან ამოირჩიეს ერთ-ერთი წიგნი და გააკეთეს მოკლე მიმოხილვა. მათ ისაუბრეს ავტორზე, ამოიწერეს ციტატები და  გამონათქვამები, გამოიყენეს   ილუსტრაციები ფილმიდან. პრეზენტაციის შემდეგ კი რეკომენდაციები გაუწიეს თანაკლასელებს დაინტერესებისა და შეთავაზების მიზნით.

„მოსწავლეებს შევთავაზე ლინკი, რის საფუძველზე  გაუადვილდებოდათ რეგისტრაცია და სასურველი წიგნის მოძიება. ვფიქრობ, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, წიგნის ყიდვა და წაკითხვა გამოწვევაა. ელექტრონული ვერსიის გამოყენებამ კი საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო. მოსწავლეებმა ლანა მოფინაძემ, ანა ყურშუბაძემ, წარმოადგინეს წაკითხული წიგნების პრეზენტაციები პოვერ პოინტ-ის სახით. საბა ცეცხლაძემ, ანა ყურშუბაძემ და ქეთი კონცელიძემ კი წარმოადგინეს პრეზენტაცია ვიდეო რგოლის მეშვეობით“,-აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ დანართი 1
იხილეთ დანართი 2
იხილეთ დანართი 3

იხილეთ ვიდეოები




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203