
მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლაში არაფორმალური განათლების პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეებმა, ტრენერებმა და მერიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს.
„დიდი მადლობა ყველას აქტიური მონაწილეობისათვის! გვაქვს პატივი, ვირტუალურად გადავცეთ სერტიფიკატები ყველა მონაწილეს. კიდევ ბევრი წარმატება თქვენ!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
მოსწავლეებს არაფორმალური განათლების კვირეულის ფარგლებში სემინარები უტარდებოდათ, სადაც მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოისმინეს და ბევრი რამ ისწავლეს.
იხილეთ ფოტოები