
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის სამმა მასწავლებელმა - ნაირა დანელიამ, მაია ჭითანავამ და ეკა გაგუამ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და წამყვანი მასწავლებლები გახდნენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.