სორმონის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მაია ცნობილაძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვა
17-12-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის მასწავლებელმა მაია ცნობილაძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მაია ცნობილაძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

„სორმონის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი, ულოცავს ჩვენი სკოლის ქართულის მასწავლებელს მაია ცნობილაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას, ვუსურვებთ წინსვლას და წარმატებებს“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ სორმონის საჯარო სკოლას უკვე 8 წამყვანი მასწავლებელი ჰყავს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203