
ცაგერის მუნიციპალიტეტის დეხვირის საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბის მორიგი შეხვედრა შედგა პროექტით - „წიგნი სიყვარულია“.
პროექტი ორიენტირებულია კითხვითი და შემოქმედებითი უნარების ზრდა-განვითარებაზე და მასში გაერთიანებული არიან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები.
„მოსწავლეებმა წაიკითხეს მათთვის საინტერესო და თავიანთი ასაკის შესაბამისი ტექსტები. წაკითხული ტექსტიდან გამომდინარე შეავსეს ვერბალურ-ვიზუალური სქემები, გამოიყენეს ილუსტრირების მეთოდი, ხელნაკეთობებით წარმოგვიდგინეს ტექსტის ეპიზოდები. წაკითხული მოთხრობის შესახებ გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს განსხვავებული შეხედულებები, გამოხატეს ემოციები და აღმოაჩინეს ახალი დეტალები.
აღნიშნული პროექტი მოსწავლეებს ეხმარება აქტიური მკითხველისა და კარგი მსმენელის ჩამოყალიბებაში. შეხვედრის ბოლოს გაიმართა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმის - „ორაგულის ბედის“ ჩვენება"-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები