მაკვანეთის საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
17-12-2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ვერა რიჟამაძემ და დაწყებითი კლასების პედაგოგმა მანანა დოლიძემ წარმატებით გაიარეს გარე დაკვირვება და 4 კრედიტი მოიპოვეს.

პედაგოგებს პროფესიული წინსვლის სქემით გათვალისწინებული აქტივობების წარმატებით შესრულებისთვის წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ.

სკოლის დირექცია ულოცავს მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს შემდგომ კარიერულ განვითარებას!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203