გაიცანით, წყალტუბოს N1 სკოლის II კლასის მოსწავლე გიორგი ნიჟარაძე, რომელიც საინტერესო ნამუშევრებს ქმნის
17-12-2020

გაიცანით, ხელმარჯვე ყმაწვილი - ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე გიორგი ნიჟარაძე.

სწავლასთან ერთად გიორგის ძალიან უყვარს ძერწვა და მის ნამუშევრებს თუ თვალს გადაავლებთ, დარწმუნდებით, რომ შესანიშნავად გამოსდის.

გიორგი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს მულტფილმებისა და კომიქსების პერსონაჟებისადმი, ასევე საინტერესო ნამუშევრები აქვს შინაური და გარეული ცხოველების თემაზე.

როგორც გიორგის კლასის ხელმძღვანელი თეა ჭუმბურიძე ამბობს, სულ მალე კლასში გიორგის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203