ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის ხუთმა მასწავლებელმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
16-12-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის ხუთმა მასწავლებელმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა.

ქართულის მასწავლებლებს: ზოია ფიჩხაიას, ნათია ბართაიას და ოთარ დანელიას, ბიოლოგიის მასწავლებელს რუსუდან კუპრავას, მათემატიკის მასწავლებელს შუქური ქაჯაიას 2021 წლიდან წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ და სკოლას უკვე ექვსი წამყვანი მასწავლებელი ეყოლება.

დირექცია ულოცავს პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას და წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203