ლედგებეს საჯარო სკოლის ხუთმა მასწავლებელმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
16-12-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის 5-მა მასწავლებელმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. აქედან სამმა - ირმა კვესელავამ (გეოგრაფიის მასწავლებელი), თამილა შულაიამ (სკოლის დირექტორი) და ნინო ხვიჩიამ (დაწყებითი კლასების პედაგოგი) გარე დაკვირვების გაკვეთილი საკლასო ოთახში ჩაატარეს. ინდირა ოკუჯავამ (ქიმიის მასწავლებელი ) და მარინე შენგელიამ (ფიზიკის მასწავლებელი) კი გარე დაკვირვების გაკვეთილი „თიმსის“ გამოყენებით, დისტანციურად წარმართეს. 

სკოლის კოლექტივი მათ წარმატებას ულოცავს. 

„ვულოცავთ მათ მთელი სკოლა წარმატებას. კიდევ ბევრი წარმატება მიგველოცოს ლედგებეს საჯარო სკოლისთვის“,-ნათქვამია მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203