ჩაისუბნის N2 სკოლის მოსწავლეებისთვის სპორტის დისტანციური გაკვეთილები სახალისოდ მიმდინარეობს
16-12-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულები. მათ ძალიან მოსწონთ სპორტის გაკვეთილები, ონლაინ სწავლება კი ხელს არ უშლით, მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

„პანდემიამ სასკოლო რეჟიმი სრულიად შეცვალა. შეიცვალა ცხოვრების სტილიც. ამ რთულ მომენტში მეტად საყურადღებოა ადამიანის ფიზიკური აღზრდა და ჯანსაღი ცხოვრების რეგულირება. ფიზიკური აღზრდა - სპორტი ხელს უწყობს მოსწავლეებში სხეულის გაკაჟებას. დაწყებით საფეხურზე ეს მეტად მნიშვნელოვანია, ამიტომ ვფიქრობ, ხშირად უნდა დაკავდნენ მოსწავლეები სპორტით და ისეირნონ სუფთა ჰაერზე. ეს რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მათ ფსიქო-ემოციურ განვითარებას და აკადემიური შესაძლებლობის ზრდას. მოსწავლეებს ვაწოდებ ლინკებს სხვადასხვა ვარჯიშის,  ეკრანის მიღმა მეც მათთან ერთად ვვარჯიშობ, რაც ძალიან მოსწონთ და მხიარულად გადის ჩვენთვის განკუთვნილი მცირე საგაკვეთილო დრო“,-გვიამბობს სპორტის მასწავლებელი თამილა მაკარაძე.

იხილეთ ვიდეოები










 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203