დაბა შუახევის საჯარო სკოლის ექვსმა პედაგოგმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. მასწავლებლებმა 4 კრედიტქულა დაიმსახურეს და მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ.
ესენი არიან:
- ნინო გოგიჩაიშვილი - მათემატიკის მასწავლებელი;
- თეიმურაზ დავითაძე - მათემატიკის მასწავლებელი;
- ეთერ ჯაფარიძე - მათემატიკის მასწავლებელი;
- მარგალიტა დავითაძე - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- ლია ქამადაძე - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- მზია გოგაძე - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მათ ამ დიდ წარმატებას და უსურვებს კვლავ წინსვლას მომავალში.