„სკოლა ძლიერი და ამაყია თქვენთან ერთად!“- დეხვირის საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
16-12-2020

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თამილა ნემსწვერიძემ და ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა ლამზირა ონიანმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს.

სკოლა პედაგოგებს წარმატებას ულოცავს.

„გილოცავთ, ჩვენო წამყვანებო და წარმატებულებო! თქვენი მიზანდასახულობა, დაუღალავი შრომა და ძალისხმევა, შეფასებული და დაფასებულია!. გისურვებთ წინსვლას პირად და პროფესიულ საქმიანობაში!.. სკოლა ძლიერი და ამაყია თქვენთან ერთად!..“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203