ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მესამეკლასელებს საბავშვო მწერალი თამარ ადამია სტუმრობდა
16-12-2020

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის III6 კლასს (დამრიგებელი რიტა ნაჭყებია) თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერალი თამარ ადამია სტუმრობდა.

ავტორმა ბავშვებს წაუკითხა მოთხრობები, მისცა რჩევები, თუ რატომ უნდა ვიკითხოთ მხატვრული ლიტერატურა, უპასუხა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს და ბოლოს, საახალწლო განწყობის შესაქმნელად, ფერადი ფურცლებისაგან ნაძვის ხის გამოჭრაც ასწავლა. 

მოსწავლეებსა და სტუმარს შორის გაიმართა საინტერესო, სასიამოვნო და მრავალფეროვანი საუბარი. 

„დიდი მადლობა ქალბატონ თამარს, ონლაინ შეხვედრის საინტერესოდ წარმართვისა და დღის გალამაზებისათვის. მოსწავლეებისათვის ასეთი შემეცნებითი  შეხვედრები, კითხვებისა და ემოციების გაცვლა, ძალზედ მნიშვნელოვანია და განაწყობს მათ შეიყვარონ წიგნები და შემოქმედებითად განვითარდნენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203