„არა ძალადობას!-ნარინჯესფერი აქცია“ - გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში წარმატება მოიპოვეს
16-12-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გოგოლესუბნის საჯარო სკოლა გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გამოცხადებულ 16-დღიან კამპანიის ფარგლებში სლოგანებისა და პოსტერების სასკოლო კონკურსში მონაწილეობდა. საკონკურსო თემა იყო - „არა ძალადობას!-ნარინჯესფერი აქცია“.

„გამოვლენილ გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდა ჩვენი სკოლის IX კლასის ორი მოსწავლე - ლინდა სიხარულიძე („გადადგი ნაბიჯი ფერადი სამყაროსკენ!“) და მარიამ სიხარულიძე („არასოდეს დახარო თვალები!“).

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა ზაალ მამალაძემ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა  და წარმატებები უსურვა მათ!

სკოლა მადლობას უხდის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს თანამშრომლობისთვის!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203