ციხიის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი დირექტორს, ეკა აბესაძეს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
16-12-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლის დირექტორმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ეკა აბესაძემ გარე დაკვირვება, ონლაინ რეჟიმში, წარმატებით გაიარა. 

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი დირექტორს წარმატებას ულოცავს.

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი  ამავე სკოლის დირექტორსა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ეკა აბესაძეს, ვულოცავთ ონლაინ რეჟიმში გარე დაკვირვების წარმატებით გავლას. ვუსურვებთ წინსვლას და გარშემომყოფთაგან იმ სიკეთის დაფასებას, რასაც ასე უხვად იმეტებს ოჯახისათვის, ახლობელ-მეგობრებისადმი, კოლეგებისადმი და ზოგადად ადამიანებისადმი! გვინდა მუდამ მზრუნველი და ბედნიერი იყოს დაუღალავად! გვეიმედება ასეთი დედები და ქალბატონები ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებაში“,-ნათქვამია მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203