„მე რომ დიდი ვიქნები“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საინტერესო დავალება შეასრულეს
16-12-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული, მშობლებთან ერთად ონლაინ გაკვეთილებში. პატარების პედაგოგი ელისო მეტრეველია.

„პირველკლასელები მონდომებით და გულისყურით ეუფლებიან ტკბილ, ულამაზეს ქართულ ანბანს მშობლიური ენის გაკვეთილებზე. მათ იციან, რომ ანბანის გაცნობის შემდეგ მთის კამკამა წყაროსავით წამოვა წყურილი ცოდნისა. ნაკადული შეერთვება მდინარეებს და გავა ენის დიდ ზღვაში, რომელსაც დაულეველი სიბრძნის ზღვა ჰქვია. მათ იციან აგრეთვე, რომ თითო-თითო აგურის დადებით შენდება კედელი, სახლი, ქალაქი და ა.შ. თითო-თითო ასო-ბგერის შესწავლით შევისწავლით ანბანს, წერა-კითხვას. წავიკითხავთ ყველა წიგნს...

ანბანის შესწავლა არ დაგვისრულებია, მაგრამ ჩვენეული პატარა კედელი უკვე ავაშენეთ!..

უჩვეულო ონლაინ გაკვეთილი გამოგვივიდა. დავალებად ჰქონდათ მიცემული გაეკეთებინათ პრეზენტაცია: „რომელ პროფესიას დავეუფლები როცა გავიზრდები?“ განსჯა თქვენთვის მოგვინდია“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203