„ეს არის თაობა, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის!“-წერეთლის საჯარო სკოლაში პანდემიაზე მორიგი სემინარი ჩატარდა
16-12-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლაში პანდემიაზე, მის გავლენასა და მოქალაქეთა პასუხისმგებლობაზე მორიგი სემინარი ჩატარდა.

„დიდი მადლობა ბექა შუკაკიძეს გამოცდილების გაზიარებისთვის და საინტერესო აქცენტებისთვის! შემდგომ ეტაპზე მოსწავლეები დაწერენ მინი-პროექტს, რომელსაც წარადგენენ და საუკეთესო პროექტი მიიღებს 300 ლარიანი დაფინანსებას. რომელსაც განახორციელებს უკვე შერჩეული სამიზნე ჯგუფი, რომლებმაც გაიარეს ხუთდღიანი სემინარი.

პროექტი ხორციელდება ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში „მომავლის კლუბის“ ინიციატივითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

მადლობა წერეთლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს აქტიურობისთვის!

წინ კიდევ ბევრი წარმატებაა! ეს არის თაობა, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203