„გვეამაყება ასეთი დირექტორი, რომ გვყავს“-​ძენწმანის საჯარო სკოლის დირექტორმა, ცირა აბულაძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
16-12-2020

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის დირექტორმა ცირა აბულაძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში გარე დაკვირვება ​წარმატებით გაიარა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ცირა აბულაძეს პროფესიულ წარმატებას ულოცავს. 

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი, ქალბატონ ცირას ულოცავს წარმატებას. გვეამაყება ასეთი დირექტორი, რომ გვყავს, რომელიც მუდმივად ზრუნავს პროფესიული და კარიერული წინსვლისთვის“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203