გუბის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელმა დალი კინწურაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
15-12-2020

ხონის მუნიციპალიტეტის გუბის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელმა დალი კინწურაშვილმა გარე დაკვირვება წარმტებით გაიარა და მას წამყვანის სტატუსი მიენიჭება.

„გუბის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელს დალი კინწურაშვილს ვულოცავთ გარედაკვირვების წარმატებით გავლას! კიდევ უამრავი წარმატება მოგველოცოს,დალი მასწავლებელო! გვეამაყებით!“-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

გუბის საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულები მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის სქემაში და სტატუსის ასამაღლებლად საჭირო საფეხურებს წარმატებით გადიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203