
თბილისის N29 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადაეცა. სკოლის დირექცია ძვირფასი საჩუქრისთვის მადლობას უხდის თბილისის მერიასა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას.
„ეს წიგნები ჩვენია. თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლება - პირველი ეტაპის პროექტის ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია, მათი წიგნადი ფონდის შევსება.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიდან ჩვენს სკოლას გადმოეცა ეს ძვირფასი წიგნები საჩუქრად.
ჩვენი ბიბლიოთეკა ახალი და საინტერესო ლიტერატურით გამდიდრდა.
თბილისის N29 საჯარო სკოლა მადლობას უხდის თბილისის მერიასა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ასეთი ძვირფასი საჩუქრისათვის“,-წერს სკოლის დირექტორი ირმა ჩარტია.
იხილეთ ფოტოები