გორის N3 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს - ელეონორა პაიჭაძეს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
15-12-2020

გორის N3 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, არაერთი ღირსეული თაობის აღმზრდელს, ელეონორა პაიჭაძეს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ჯილდო და სიგელი ქალბატონ ნონას თავად გადასცა.

„მადლობა თქვენ, ქალბატონო ნონა თავდაუზოგავი შრომისა და ერთგულებისთვის. გისურვებთ ბედნიერ, ხალისიან და მშვიდობიან დღეთა სიმრავლეს, გეხაროთ და გეამაყოთ თქვენი მშობლიური სკოლის წინსვლით და წარმატებებით. ჩვენ კი ამაყები ვართ იმით, რომ თქვენთან თანამშრომლობის ბედნიერება გვხვდა წილად. გვიყვარხართ, გვიყვარხართ და გვეიმედებით!!!“-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203