
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის ქართულის როგორც, მეორე ენის მასწავლებელს, ვენერა არევიანს უფროსის სტატუსი მიენიჭა.
სკოლის დირექტორი და თანამშრომლები ულოცავენ ვენერას მიღწეულ წარმატებას და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.