„გავუთბოთ ერთმანეთს გულები“ - წყალტუბოს N4 სკოლის მეორეკლასელებმა ბებიებსა და ბაბუებს წერილები მისწერეს
15-12-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა წერილის დაწერა ისწავლეს. მათ არა მარტო თეორიული ცოდნა მიიღეს, არამედ თავის ბებიებსა და ბაბუებს გაუგზავნეს წერილები.

„ასე გაუთბეს გულები თავიანთ ბებიკოებს და ბაბუკოებს ჩვენმა საყვარელმა მეორეკლასელებმა ამ ცივ და მოწყენილ დღეს, რაშიც მათ დაეხმარა მათი თბილი მეგობარი და დამრიგებელი თინათინ ნაცვლიშვილი.

გავუთბოთ ერთმანეთს გულები სითბოთი და მზით! ასეთი იყო პატარების განწყობა, რაც კარგად ჩანს მათ მიერ დაწერილ წერილებში“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203