
მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლაში მორიგი სემინარი ჩატარდა თემაზე: „ყალბი ინფორმაციის ამოცნობა“.
სემინარის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ განასხვაონ ნამდვილი და გამოგონილი ინფორმაცია ერთმანეთისგან, როგორ და სად მოიძიონ პირველწყარო, როგორ შეამოწმონ ფოტოს ნამდვილობა და აგრეთვე ის, თუ როგორ არის შესაძლებელი ფოტომანიპულაციებით ადამიანებზე გავლენის მოხდენა.
სემინარს უძღვებოდა ეთო კაპანაძე - წერეთლის საჯარო სკოლის პედაგოგი.
პროექტი ხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში.
იხილეთ ფოტოები