
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა.
„ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრმა“ პროგრამის - „ინტელექტუალურ - კულტურული პროექტების მხარდაჭერა“ ფარგლებში ინტელექტუალური თამაშები - „რა? სად? როდის?“ ჩაატარა.
ინტელექტუალურ შეჯიბრში ვაიოს საჯარო სკოლის გუნდმა წარმატებით იასპარეზა და რაიონულ ფინალში გავიდა.
სკოლა მადლობას უხდის მონაწილეებს და გუნდის კაპიტან ბექა გორგილაძეს.