
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ფაქიზო ფანჩულიძემ ამ კვირეულის აღსანიშნავად მოსწავლეებს პრეზენტაციების მომზადება დაავალა. მოსწავლეებმა ასევე დაწერეს ესეები და გამოხატეს საკუთარი მოსაზრება ძალადობის თემაზე.
მოსწავლეები - ვიქტორია გორდულაძე და მარიამ მურვანიძე ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულს შეუერთდნენ და ვიდეოპრეზენტაცია მოამზადეს.
25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ქალთა მიმართ ძალადობის კვირეული აღინიშნება.
იხილეთ ვიდეო