
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის მაკა ჯაველიძის ხელმძღვანელობით პროექტში - „ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე“ მონაწილეობდნენ.
პროექტი „საქართველოს აკადემიურმა გამომცემლობამ“ საგა გამოაცხადა.
დამრიგებელმა მოსწავლეებთან ერთად გაიარა რეგისტრაცია, უყურებდნენ ვიდეოლექციებს, აირჩიეს თემა - ასკანის ციხე, მოამზადეს პრეზენტაცია და ფოტომასალა და სხვა მონაწილეებთან ერთად მათი ნამუშევარიც წარადგინეს. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატით და ფასიანი საჩუქრებით. (მოწოდება მოხდა საქართველოს ფოსტის მეშვეობით)
სკოლის დირექცია მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავს.
„ბავშვებო გილოცავთ გამარჯვებას და კვლავაც ბევრ წარმატებას გისურვებთ“,- ნათქვამია სკოლის წერილში.
იხილეთ ფოტოები