„გეამაყოთ თქვენი პროფესიული საქმიანობით“-დიოკნისის საჯარო სკოლა 4 პედაგოგს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
14-12-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგებმა - ინგა კახაძემ, მერი ძირკვაძემ, იამზე ძირკვაძემ და მურად ძირკვაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მათ წარმატებას ულოცავენ. 

„დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავენ ამავე სკოლის მასწავლებლებს - ინგა კახაძეს, მერი ძირკვაძეს, იამზე ძირკვაძეს და მურად ძირკვაძეს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას. სკოლა ამაყობს რომ 18 პედაგოგიდან 4 წამყვანი და 10 უფროსი მასწავლებელია...მომავალში უფრო მეტი წინსვლა ძვირფასო კოლეგებო.....მუდამ წარმატებით გევლოთ და გეამაყოთ თქვენი პროფესიული საქმიანობით“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203