„არა ძალადობას! ძალა უფლებას!“ - გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გოგოლესუბნის საჯარო სკოლამ, ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო სასკოლო კონკურსში სახელწოდებით „არა ძალადობას! ძალა უფლებას!“
კონკურსში ჩართული იყვნენ VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები. ჩართულობა მოიცავდა რამოდენიმე აქტივობას:
- თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ნახეს ორი მხატვრული ფილმი - რიჩარდ ლაგრავენესის „თავისუფლების მწერლები“ და სტივენ ჩბოსკის „საოცრება“;
- მოხდა ზემოთ აღნიშნული ფილმების განხილვა-გაანალიზება Teams-ის საკლასო ოთახში სახელწოდებით „კომფორტის ზონა“ იხილეთ ბმული;
- შეიქმნა ნამუშევრები (პოსტერები, სლოგანები), რომელიც გამოქვეყნდა სკოლისა და სკოლაში მოქმედი შემეცნებით-გასართობი კლუბი „სმურფების“ სოციალურ ქსელში იხილეთ ბმული;
- გამოვლინდა სამი საუკეთესო ნამუშევარი იხილეთ ბმული;
- შეიქმნა ელექტრონული სასწავლო-საინფორმაციო რესურსი, სახელწოდებით „გაუმარჯოს ცვლილებებს!“ (მასალად გამოყენებული იქნა მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნამუშევრები).
ხელმძღვანელი მასწავლებლები იყვნენ ნინო ბერძენიშვილი და შორენა ჟღენტი.
იხილეთ ვიდეო