კიროვაკანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვირუსებისგან თავდასაცავად რჩევები მოამზადეს
14-12-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კიროვაკანის საჯარო სკოლის  მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართული, როგორც მეორე ენის  გაკვეთილზე შეისწავლეს და ჩამოაყალიბეს რჩევები, რეკომენდაციები ზოგადად  ვირუსებთან და ასევე covid-19-თან  დაკავშირებით.

„მოსწავლეებმა რჩევები სხვა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს გაუზიარეს. მათ დაამზადეს  ილუსტრირებული ორენოვანი (ქართულ-სომხური) ბუკლეტები და გადასცეს შეხვედრაზე მყოფებს და მოსწავლეებს.

ბოლოს კი მათ გამოთქვეს სურვილი და იმედი კორონავირუსის დამარცხებისა და ყველას გვისურვეს ჯანმრთელობა“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლაში სწავლა, ამ ეტაპზე, დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203