
მარნეულის მუნიციპალიტეტის საიმერლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში საინტერესო კომპლექსურ დავალებებს ასრულებენ, რომელიც სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
მოსწავლეებმა გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით მინიატურული გასართობი სკვერი და საბავშვო მოედანი გააკეთეს. ნიტა გრიგალაშვილმა კი, რომელმაც ჟურნალისტის როლი მოირგო, ექიმი ჩაწერა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე რჩევები მიიღო.
მოსწავლეებისთვის აღნიშნული აქტივობები შემეცნებითი და საინტერესო იყო.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები