
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა გულიკო თურმანიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. პედაგოგმა გაკვეთიილი მე–10 კლასში ჩაატარა. დამკვირვებელმა მას პროფესიონალიზმი მოუწონა, რის გამოც 4 კრედიტქულა მიანიჭა.
მასწავლებელს მნიშვნელოვანი აქტივობის შესრულება დისტანციურად მოუწია.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს გულიკო თურმანიძეს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს შემდგომ წინსვლას საქმიანობაში.