
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღლაკის N2 საჯარო სკოლის ოთხმა მასწავლებელმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და მათ წამყვანის სტატუსი დაიმსახურეს. სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს პედაგოგებს მიღწეულ წარმატებას.
„მაღლაკის N2 საჯარო სკოლა ულოცავს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას და წამყვანის სტატუსის მინიჭებას ამავე სკოლის პედაგოგებს: მარინა დეისაძეს (მათემატიკა), ლილი ხაზარაძეს (ხელოვნება), თინა ფხაკაძეს (ქართული ენა და ლიტერატურა), ლუარა ჯორჟოლიანს (გეოგრაფია).
უსურვებს მათ წინსვლას და უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობას. მათი წყალი გადმოგსხმოდეთ კოლეგებო....წარმატებები ყველა თქვენგანს“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.