თელეთის საჯარო სკოლას სამი წამყვანი მასწავლებელი შეემატა
14-12-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში სკოლას კიდევ სამი წამყვანი პედაგოგი შეემატა. სტატუსი ლალი მაისურაძემ, ფიქრია მაჭკალაშვილმა და შორენა ფირცხალავამ აიმაღლა.

თებერვალში ჩატარებული გარე დაკვირვების გაკვეთილის შემდეგ წამყვანის სტატუსი უკვე მიენიჭა დირექტორს, გერმანული ენის პედაგოგს ნინო მერაბიშვილს. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203