„არა ბულინგს!“ - წეროვნის N3 საჯარო სკოლაში ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული გაიმართა
14-12-2020
მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N3 საჯარო სკოლაში გაიმართა ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული თემაზე: „არა ბულინგს!“.
პანდემიის პირობებში აქტივობები წარიმართა Teams პლატფორმის დახმარებით. დისტანციურ რეჟიმში განხორციელებული აქტივობების მიზანი იყო ძალადობის პრევენცია და სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა; სამოქალაქო განათლების მიმართულებით მოსწავლეებისა და მშობლების ცნობიერების ამაღლება.
„სამიზნე ჯგუფი იყვნენ მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები.
იმსჯელეს ბულინგის გამომწვევ მიზეზებზე, პრობლემის მოგვარების გზებზე და პრევენციაზე.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ბულინგის შესახებ და ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადეს ელექტრონული ფლაერები/ბუკლეტი, სადაც ასახეს მშობლების რჩევები თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ბულინგს.
მოვაწყვეთ ვიდეოების ჩვენება ბულინგზე და ძალადობაზე. მოსწავლეებმა გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟების მიმართ. მათ ჩამოუყალიბდათ ემპათიური გრძნობა მსხვერპლის მიმართ და უარყოფითი დამოკიდებულება ყოველგვარი ძალადობისადმი.
ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია მოსწავლეებმა გააერთიანეს ილუსტრაციების სახით და შექმნეს ვიდეო კოლაჟი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203