
ბათუმის N8 საჯარო სკოლის IIIა კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ დარეჯან ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით, იაკობ გოგებაშვილის დაბადების 177-ე და გარდაცვალების 105 წლისთავი აღნიშნეს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების პრეზენტაცია. გაიხსენეს იაკობის ბიოგრაფიული ცნობები, წარმოთქვეს ლექსები და გამონათქვამები ''დედაენაზე''.
როგორც მასწავლებელი დარეჯან ჯინჭარაძე აღნიშნავს, ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ტექსტების მიხედვით ჩანახატები შეასრულეს:
''ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ტექსტების მიხედვით ჩანახატები შეასრულეს, ლექსები თქვეს და ''დედაენაზე'' იმღერეს. ამ დღით მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მის ნათელ ხსოვნას, ღვაწლს და მის უკვდავ ''დედაენას''.''
იხილეთ ფოტოები