კოდის საჯარო სკოლამ წარჩინებული აბიტურიენტების აღზრდისთვის მადლობის სიგელები მიიღო
14-12-2020

ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და სასურველ ფაკულტეტებზე, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საფრთხით გამოწვეული შეზღუდვების გამო მათი სტუდენტობა დისტანციურ რეჟიმში დაიწყო, ისინი მაინც აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა აქტივობებში. სიამაყის მომგვრელია მადლობის სიგელის მიღება თავისუფალი უნივერსიტეტიდან, წარჩინებული აბიტურიენტების - ანი ბერუაშვილისა და თათია ვახტანგაშვილის აღზრდისათვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები ყველგან შეძლებენ პროფესიული წარმატებების მიღწევას და კარიერულ წინსვლას“,-წერს კოდის საჯარო სკოლის დირექტორი ლია ფადარაშვილი

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203