„ვგმობთ ქალთა მიმართ ძალადობას“-ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში წარმატება მოიპოვეს
14-12-2020

გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ გამოაცხადა თხრობითი ნაწარმოების კონკურსი უფროსკლასელთათვის - „ვგმობთ ქალთა მიმართ ძალადობას“, რომელშიც გორის მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლიდან 40 მოსწავლე ჩაერთო.

კონკურსის შედეგად მოხდა 25 ნაწარმოების შერჩევა და მათ შორის მოხვდნენ ზერტის საჯარო სკოლის IX, X და XI კლასის მოსწავლეები: ანანო ტიელიძე, თინათინ ტერტერაშვილი, ინა ცარიელაშვილი, ნინო მახარაშვილი, ლიდია ბესიაშვილი და ლალი დოთიაშვილი. მათი ნამუშევრები შეირჩა კონკურსზე და შეფასდა დადებითად. ასევე ეს ნამუშევრები გამოიცა ბროშურის სახით.

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს: ქალბატონ მარინე მაზანაშვილსა და ქალბატონ თინათინ მირაზანაშვილს კონკურსში გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203