
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის სამმა მასწავლებელმა - ნონა შარაძემ, სუზანა დიასამიძემ და მერიკო შავაძემ გარე დაკვირვება დისტანციურად, წარმატებით გაიარა და წამყვანის სტატუსს ელოდება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.