თბილისის N71 საჯარო სკოლაში ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული ჩატარდა
14-12-2020

თბილისის N71 საჯარო სკოლაში ძალადობის წინააღმდეგ ორგანიზებული კვირეული ჩატარდა.

კვირეულის ფარგლებში მოეწყო ონლაინ შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორ თეა გალახვარიძესთან, მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებლების მონაწილეობით.

ონლაინ შეხვედრა გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე.

სკოლის დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი ძალადობის წინააღმდეგ ორგანიზებული კვირეულის განხორციელებისთვის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს სოფო კაკაჩიას აქტიურობისა და პასუხისმგებლობისთვის მადლობას უხდის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203