
პროექტში -„მე და კონსტიტუცია“ გორის N12 საჯარო სკოლის გუნდმა „რედანმა“ წარამტებით გადალახა პირველი ტური და ნახევარფინალშიც მოხვდა.
„შემდგომი ეტაპისთვის გუნდს დაევალა პოსტერების მომზადება საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებზე. კონკრეტულად შიდა ქართლს მუხლი 6. ეკონომიკური თვაისუფლების შესახებ უნდა წარმოედგინა პოსტერი. ასევე შესასრულებელ დავალებაში მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ მის მაქსიმალურ გავრცელებას. გთავაზობთ ჩვენი სკოლის ნამუშევარს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროექტი ორგანიზაციის „დემოკრატიის ლაბორატორია“ მიერ ტარდება.