შემოქმედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ნინო კვარაცხელიამ და გიორგი ჩხატარაშვილმა ნახატების კონკურსში გაიმარჯვეს
14-12-2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში -„არა ძალადობას! ძალა უფლებას!“ - აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის VII-VIII-IX-X-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც აღნიშნულ თემაზე ნახატები შექმნეს.

სკოლაში შექმნილმა კომისიამ გამოავლინა ნახატების კონკურსში გამარჯვებული ორი მოსწავლე: ნინო კვარაცხელია (VIII კლასი) და გიორგი ჩხატარაშვილი (XI კლასი).

შემოქმედის საჯარო სკოლის კოლექტივი გამარჯვებას ულოცავს ნინო კვარაცხელიასა და გიორგი ჩხატარაშვილს და წარმატებებს უსურვებს მომავალში!

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203