გუმბათის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებლებს - ცირა კახაძეს და ეთერ ხიმშიაშვილს წამყვანის სტატუსის მოპოვებას ულოცავს
14-12-2020

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ცირა კახაძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ეთერ ხიმშიაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს, ორივე მათგანმა გაკვეთილი პროგრამა „თიმსის“ საშუალებით ჩაატარა. ორივე მათგანს მოუწია პირდაპირი ფორმატით დაგეგმილი გაკვეთილის გადაკეთება დისტანციურად, თუმცა წარმატებით გაართვეს თავი. 

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები მასწავლებლებს წარმატებას ულოცავენ. 

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მათ წამყვანის სტატუსის მოპოვებას და კიდევ ბევრ წინსვლასა თუ წარმატებას უსურვებს.

სკოლას 18 მასწავლებელი ჰყავს ამათგან 6 წამყვანი, 9 უფროსი და 1 მაძიებელი, 2 პრაქტიკოსს თითო გამოცდა ჩაბარებული აქვს და წელს ელოდნენ მეორე გამოცდას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203