
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-7 კლასში მრავალფეროვანი და შემეცნებითი გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის თემა იყო: „ფრინველები და მათი საცხოვრებელი გარემო“.
ბავშვებმა შინაურ და გარეულ ფრინველებზე გამართეს საინტერესო დისკუსია, მოამზადეს კედლის გაზეთი, დახატეს ნახატები, შეაგროვეს ინფორმაციები და გააკეთეს საინტერესო პრეზენტაციები.
აღნიშნული გაკვეთილი ინგლისურ ენაში ჩატარდა და მას მასწავლებელი ნინო გიორხელიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები