„ერთად შევძლებთ გადავარჩინოთ მომავალი!“​- ოლადაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს
11-12-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ​ ოლადაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს. 

მოსწავლეებმა - ლელა ფუტკარაძემ, თამრიკო მაკარაძემ და ხატია ქარცივაძემ დევიზის ფარგლებში - „სიკეთე გადამდებია“ - გიორგი ბერიძეს შეუგროვეს მცირეოდენი მკურნალობის ფული. 

„ჩვენც, როგორც შევძელით და როგორც შეგვეძლო შევაგროვეთ გიორგისთვის მცირედი ფული, მიუხედავად იმისა რომ ჩვენს სოფელში მცირედი მოსახლეობაა დარჩენილი, მათგან მივიღეთ ეს ფული და იმედია გიორგის წვრილმანით მაინც დავეხმარებით.გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენი სოფლის ოლადაურის მოსახლეობას, რომელიც დაგვეხმარა ფულის შეგროვებაში და როგორც შეეძლოთ ისე, შეძლებისდაგვარად გაიღეს ფული.
ჩვენ ერთად შევძლებთ გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი!

ვისაც შესაძლებლობა გაქვთ, როგორც მოგეხერხებათ ისე დავეხმაროთ გიორგის გადარჩენისათვის.  
#გადავარჩინოთგიორგი“,-ნათქვამია მოსწავლეთა წერილში. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203