„არა ძალადობას“ - სორმონის საჯარო სკოლაში კონკურსი ჩატარდა
11-12-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სორმონის საჯარო სკოლაში სასკოლო კონკურსის - „არა ძალადობას“ კვირეული გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ.

მათ სხვადასხვა სახის ძალადობის თემაზე საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. აღნიშნული ნახატებით ბავშვებმა გადმოსცეს თავიანთი თვალით დანახული ძალადობის მანკიერი მხარეები და მოუწოდეს საზოგადოებას: „არა ძალადობას“.

სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა და მოსწავლეებმა მოიწონეს თითოეული ნაშრომი და გამოავლინეს მათ შორის გამარჯვებული, მე-8 კლასის მოსწავლე - ფურცხვანიძე გიორგი. კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები და სიგელები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203