
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
მათემატიკის პედაგოგმა რუსუდან გიორხელიძემ და ისტორიის პედაგოგმა მარეხ დარახველიძემ წარმატებით გაიარეს გარე დაკვირვების ეტაპი და მათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მასწავლებლებს სტატუსის ამაღლებას და უსურვებს მომავალ წინსვლას კარიერაში.