
გორის მუნიციპალიტეტის ქვემო ნიქოზის საჯარო სკოლის პირველკლასელები აქტიურად არიან ჩართულები ონლაინ სწავლებაში.
ამჯერად საყვარელმა პირველკლასელებმა ნახატები დახატეს და ნამუშევრები მასწავლებელს წარუდგინეს.
პატარების ნამუშევრების თემა იყო ნაძვის ხეები, მათ საკუთარ წარმოსახვაში დანახული ნაძვის ხეები ფურცელზე გადაიტანეს.
პატარებს ხატვა ძალიან უყვართ და ნამუშევრების შესრულებაც მოეწონათ.
იხილეთ ფოტოები