„მომწონს izrune.ge და მისი საინტერესო კითხვები“ - ქუთაისის N1 სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ კუბლაშვილმა ოქროს დიპლომი მოიპოვა
11-12-2020

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ კუბლაშვილი izrune.ge-ში ჩართული აქტიური და ნიჭიერი მოსწავლეა. ნიკოლოზმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა. 

„მე გახლავართ ნიკოლოზ კუბლაშვილი, ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე. ძალიან მიყვარს და მომწონს izrune.ge, ასევე მისი საინტერესო კითხვები. ყოველი დიპლომის აღება კი სტიმულს მაძლევს, რომ კიდევ უფრო უკეთესი შედეგი ვაჩვენო. ამისათვის მადლობა თქვენ. მადლობა, რომ არსებობთ და ზრუნავთ მომავალ თაობაზე“,-აღნიშნავს ნიკოლოზი. 

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს, izrune.ge-ზე „წიგნიერების ხუთშაბათი“ იყო.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203